პოლიტიკა
03.04.20 13:20
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა:
ორ დღეში შეამოწმოს, რამდენად მზად არიან ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკები მოსალოდნელ სიტუაციასთან გასამკლავებლად
დღესვე დეტალურად გაარკვიოს, რამდენად მზად არიან სოფლის და ოჯახის ექიმები — ჯამში 3200-მდე ადამიანი — პანდემიასთან საბრძოლველად.
რამდენად მზადაა ჰოსპიტალური სექტორი?
3 აპრილის დილას საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა (ერთ დღეში ეს მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოში), წინა დღით — 15.
გახარიამ იმავე დილას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, [დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის] ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება“.
შესაბამისად, გახარიას თანახმად, „დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“.
[გირჩევთ, წაიკითხოთ: როდესაც გვაქვს შიდა გადაცემა, დღეში 18-20 პაციენტი ტრაგედია არაა – მარინა ეზუგბაია]
ამის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალება — ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება“. მისი თქმით, ეს დავალება 2 დღეში უნდა შესრულდეს.
„საერთაშორისო ფონდმა კურაციომ“, რომელიც ჯანდაცვის სფეროს იკვლევს, 27 მარტს გამოაქვეყნა დოკუმენტი, „COVID-19 ეპიდემია საქართველოში, პროგნოზი და პოლიტიკის შეთავაზებები“, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთვის მომზადდა. ამ დოკუმენტის თანახმად:
თუკი მოსახლეობამ არ დაიცვა სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები და კონტაქტების რაოდენობა არ შეამცირა, ასეთ შემთხვევაში:
საქართველომ შესაძლოა ძალიან მალე, სულ რაღაც მე-11 კვირაში (ანუ მაისის მეორე კვირაში) მიაღწიოს ეპიდემიის პიკს;
პიკურ კვირაში ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 5950 შეიძლება იყოს, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს;
რამდენად მზად არიან ექიმები?
მეორე დავალება, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ პრემირისგან მიიღო, შემდეგია: „დღეს დეტალებში რომ მოგვახსენოთ პირველადი ჯანდაცვის … ვირუსთან ბრძოლის მზაობა“.
გიორგი გახარიას თანახმად, მას აინტერესებს, თუ რამდენად მზად არიან სოფლის ექიმები და ოჯახის ექიმები მზად ცხელებასთან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად:
„სოფლის ექიმები გვყავს 1200 ადამიანი, ოჯახის ექიმი — 2000 ადამიანი.
სად არის ეს ხალხი, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად, ეს ინფორმაცია [რომ მოგვაწოდოთ]“.
„პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
3 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 148-მდე გაიზარდა. 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 ადამიანი.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24