პოლიტიკა

ვინ გასცა გავროლოვიის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - მთავრობის წევრებს თავის მართლება უწევთ

03.04.20 13:40


20 ივნისის ღამე და ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში რომლის მიხედვითაც სამართალდამცავებისთვის ხელმძღვანელ პირებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ.

საქართველოს მთავრობის წევრებს დილიდან ახსნა-განმარტებების გაცემა უწევთ.

"ბუნებრივი იყო, სამწუხაროდ იყო ის რეაგირება, რაც პოლიციელების მხრიდან მოჰყვა"- თქვა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

"ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი გაცემული გვაქვს ჯერ კიდევ 21 ივნისს. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ როცა პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი, იმ ადამიანებს, პოლიციელებს, რომელთა ჯანმრთელობას რისკი ადგებოდა, გარდაუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება დაეცვათ საკუთარი თავი. ასევე, მგონი ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რომ პოლიციელეზე ხორციელდებოდა შტურმი და ვხედავდით, როგორ იტაცებდნენ პოლიციელებს მათი დაცვის ზონიდან. ამიტომ ბუნებრივი იყო, სამწუხაროდ იყო ის რეაგირება, რაც პოლიციელების მხრიდან მოყვა.

ეს იყო პოლიციელების რეაქცია და არ იყო არც მინისტრის ამ მისი მოადგილის გადაწყვეტილება. ამ ადამიანებს ჰქონდათ უფლება განსაკუთრებულ ვითარებაში ამგვარად ემოქმედათ. მიხარია რომ ანგარიშში ეს შესაბამისადაა შეფასებული",-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები