საზოგადოება
03.04.20 14:00
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, კომენდანტის საათის დროს დაწესებული აკრძალვები თანაბრად ეხება ყველას, მათ შორის, ეკლესიასაც.
ამის შესახებ ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ცქიტიშვილს “ფორმულამ” ჰკითხა, ჩაითველება თუ არა კომენდატის საათის დარღვევად 21 საათამდე მრევლის შეკრება ეკლესიაში და იქ დარჩენა დილის 6 საათამდე, როგორც ამას სასულიერო პირები აღდგომის დღესასწაულზე აპირებენ.
“კომენდანტის საათის პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21 საათიდან დილის 6 საათამდე არ არის ნებადართული. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული სამ ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრება.
შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით, პასუხი ამ კითხვაზე არის რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მასობრივი შეკრება ეკლესიაში ან ნებისმიერ სხვა სივრცეში, ასევე თუ დაფიქსირდება მოქალაქეთა გადაადგილება 21 საათიდან დილის 6 საათამდე”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილმა ასევე თქვა, რომ ის და მისი ოჯახი საღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან.
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კომენდანტის საათის პირობებში მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე 21:00 საათამდე მივიდეს და ეკლესია 06:00 საათის შემდეგ მერე დატოვოს.
“ჩვენ პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ ღალატობს იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის.
მისმა უწმინდესმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა, წესები უნდა დავიცვათ. თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა, რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა?!
ჩემი აზრით, თავისუფლად შესაძლებელია, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, ტაძარში ჩვენთან დანიშნული იქნება, სად უნდა იდგნენ, გადანაწილდებიან და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ”, – განუცხადა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია “ფორმულას”.
“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, იგივე მოსაზრება აქვთ თუ არა საქართველოს საპატრიარქოში. საპატრიარქოს პრესსპიკერ ადნრია ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით საპატრიარქოში არ ყოფილა მსჯელობა, რა სახით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია და როცა ამის დრო მოვა, მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს თავად გააგებინებს.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოში 21:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, რომელიც, ტრადიციულად 23:00 საათზე იწყება. პატრიარქ ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს ეძლევა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა.
„ლიტურღიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მარტო სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, დიდ საკათედრო ტაძრებში კი — შეზღუდული რაოდენობით მრევლიც“, – წერს ილია II პირველ აპრილს გავრცელებულ მიმართვაში.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე მოქმედებს, აღდგომა კი მიმდინარე წელს 19 აპრილს აღინიშნება.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24