საზოგადოება

ლევან დავითაშვილი - ჩვენ გვაქვს წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე, რომ საქართველოში ხორბლის მარაგები შეივსოს

03.04.20 14:40


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო საჭიროების შემთხვევაში ხორბლის მარაგებს ალტერნატიული წყაროებიდან და უფრო შორს მდებარე გეოგრაფიული არეალებიდანაც შეივსებს. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობს და ასევე არის საკმარისი დრო მათ შესავსებადაც.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღეთ უფრო მკაცრი შეზღუდვები ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც რაციონალური საფუძველი არ აქვს, რადგან ჭარბია ხორბლის მარაგები მსოფლიოში და ფასები დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წყაროები და წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე იმისთვის, რომ საქართველოში ხორბლის მარაგები შეივსოს. შესაბამისად, ეს არ აისახოს ფქვილის ფასზე.

შესაბამისად, პური, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტია, მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს ასევე შესაბამის ფასად.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მარაგებზე, მარაგების კონრეტულ დროზე, იმისთვის არის ამის კონტროლი, რომ ჩვენ შევძლოთ ალტერნატიული უფრო შორი წყაროებიდან მოწოდება, რომელსაც უფრო მეტი დრო სჭირდება. შესაბამისად, ეს ფაქტორი არის გათვალისწინებული. თუ ჩვენ ახლო რეგიონიდან, ახლო გეოგრაფიიდან ვერ მოვახერხებთ მარაგების შევსებას, გვაქვს იმის დრო, იმდენი საკმარისი მარაგი, რომ უფრო შორი გეოგრაფიიდან უწყვეტ რეჟიმში მივიღოთ პროდუქტი, მაგრამ ხორბლის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და არც პერსექტიულ შესყიდვებთან დაკავშირებით არ იქნება არანაირი შეფერხება“, - განაცხადა დავითაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები