პოლიტიკა
03.04.20 15:20
მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ერთობლივ მიმართვაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში მსგავსი პოზიცია მისასალმებელია.
„მე მივესალმები ამ განცხადებას. ასეთ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ყველა ვხედავთ, თუ რა ვითარება და რა მდგომარეობაა ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვანია, ყველას ერთად დგომა, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებებისა. მე ვფიქრობ, დღეს არის ის დრო, როდესაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ მტერს, რომელსაც ვერ ვხედავთ და ჰქვია კორონავირუსი. მისასალმებელია ეს განცხადება. ფინანსთა სამინისტროს უკვე კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული, რათა თანხები მოიძიოს. ამ რთულ პერიოდში მოვახდინოთ ეკონომიკის გაჯანსაღება და ხელი შევუწყოთ ბიზნეს სექტორს და ყველა იმ მიმართულებას, რომელსაც ზიანი მიადგა ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA არიან.
პარტების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსმა, მსოფლიო და საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა.
„საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას“, – აცხადებენ ხელმომწერი პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24