პოლიტიკა

პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წევრები StopCov ფონდში ხელფასის ნაწილს გადარიცხავენ

03.04.20 16:20


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

“ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება, ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია “ქართულმა ოცნებამ” 2 აპრილს წამოიწყო. პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” დეპუტატები და მინისტრები მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. საუბარია 93 დეპუტატისა და მთავრობის 12 წევრის ხელფასზე, თუმცა კობახიძემ იმდეი გამოთქვა, რომ სოლიდარობის აქციაში პარტიის სხვა წევრები და მხარდამჭერებიც ჩაერთვებიან.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები