საზოგადოება

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

06.04.20 12:00


იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელიც სამშობლოში საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებს.რეისს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები” შეასრულებს.

„გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები