პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისები ბარსელონადან და ვარშავიდანაც შესრულდება

06.04.20 13:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებად კიდევ ორი რეისი დაინიშნა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა,საკოორდინაციო საბჭოს დავალებით პრემიერ-მინისტრთან უშუალო კოორდინაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივ დაბრუნებაზე.

„ჩვენ უკვე განვახორციელეთ რამდენიმე რეისი ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად და ვმუშაობთ ასევე შემდგომ ეტაპობრივ გამოყვანაზე ჩვენი მოქალაქეების. როგორც უკვე საზოგადოებას ვაუწყეთ, უახლოესი ფრენების განრიგი არის შემდეგნაირი, 7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენის მიმართულებით, 10 აპრილს თბილისი-ლარნაკას მიმართულებით, 12 აპრილს, თბილისი-ბერნილი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებული და რომელზეც დაიწყება ორი დღით ადრე ბილეთების გაყიდვა. ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციის შესაბამისად. ჩვენ ამ მიმართულებებიდან ეტაპობრივად დავაბრუნებთ ჩვენს მოქალაქეებს. გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ სამი ახალი მიმართულება, ეს გახლავთ 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისი და 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი. ყოველდღიურად საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საბჭოს წევრებს და პრემიერ-მინისტრს ვუყვები ამ პროცესის შესახებ და ვიღებ შესაბამის მითითებებს.

დღევანდელი ჩვენი კონსულტაციების შედეგად კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება. 24 აპრილს და 27 აპრილს განხორციელდება თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმათულებით და ასევე თბილისი-ვარშავას მიმართულებით.ეს ფრენებიც განხორციელდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთები გაიყიდება ორი დღით ადრე და ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დღეისათვის 5 ათასამდე მოქალაქეა დაბრუნებული სამშობლოში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები