პოლიტიკა

"ყოფილი მაღალჩინოსნების ციხე აღარ იარსებებს..."- წულუკიანი ადასტურებს, რომ ოქრუაშვილი-უგულავა ე.წ. მატროსოვიდან გადაიყვანეს

06.04.20 14:40


იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავში, ახალ ციხეში გადაიყვანეს.

მინისტრის თქმით, #9 დაწესებულებიდან ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული, გუშინ გადაიყვანეს.

წულუკიანი ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ციხე საქართველოში აღარ იარსებებს.

"ყოფილი საჯარო მოხელე, რომელი ჩინისა და რა რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, იქნება ერთი და იმავე დაწესებულებაში"- ამბობს წულუკიანი.

მისი თქმით, მატროსოვის ციხე, მისი შენობა ძალიან მძველებულია.

"ჩვენ შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი. რუსთავში რეკოსნტუქცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც თანამედროვე სტანდარტისაა და შედარებაც არ შეიძლება მე-9 დაწესებულების. გუშინ 2 ეტაპად გადაიყვანეს ყველა მსჯავრდებული. ჩვენ ვფიქრობთ რომ მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება მე-12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება"- თქვა წულუკიანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები