პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე - კლინიკები დღეს არიან მზად, მედპერსონალიც არის მზად, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა

06.04.20 15:00


მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება ამიტომ, ჩვენც მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება მოსალოდნელი გეგმით მიდის.

„ეპიდვითარება ქვეყანაში მიდის იმ მოსალოდნელი გეგმით, რაც არაერთხელ გაგვიჟღერებია. მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება ამიტომ, ჩვენც მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული და უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეული და მატებაც შესაბამისად, იქნება უფრო ნაკლები“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს რეგიონული კლინიკების მონიტორინგი.

„ჩვენ რეგიონებში დავიწყეთ კლინიკების მონიტორინგი, ამ პროგრამაში ჩართული კლინიკების და შესაძლო მოსალოდნელი სცენარით იმ კლინიკების, რომლებიც ჩაერთვებიან. ჩვენ შევამოწმეთ ქუთაისი, ფოთი.

დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობის სტანდარტები შეესაბამება არსებულ ვითარებას, მედპერესონალი გადამზადებულია, ტრენინგები გავლილი აქვთ. შესაბამისი ინფექციების კონტროლი მიმდინარეობს სწორად. არის ხარვეზები იმ კლინიკებს შორის, რომელიც მოლოდინის რეჟიმშია და ეს ხარვეზები იქნება დაკორექტირებული. ჩვენ ვაგრძელებთ სხვა რეგიონების კლინიკების მონიტორინგსაც. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის. კლინიკები დღეს არიან მზად, მედპერსონალიც არის მზად, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი“, - განაცხადა ხუნდაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები