საზოგადოება

დღეიდან სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომია

06.04.20 15:20


დღეიდან სანოტარო მომსახურებამ, ნოტარიუსთა პალატამ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს დილიდან თბილისში უკვე გვაქვს სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შესაძლებელია სანოტარო მომსახურების მიღება - ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის N2-ში, ეროვნული არქივის შენობა საბურთალოზე და იუსტციის სახლში მოთავსებული ქორწინების სახლი.

სანოტარო მომსახურებები დღეს დილიხან ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე. ჩვენ იმისდა მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ თავად ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვას და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრად დაცვას, ამის მიხედვით გაიცემა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გაჩნდეს საქართველოში სანოტარო დროებითი ბიუროების სახით", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს, დისტანციურ რეჟიმში, ეროვნული არქივი, ხოლო მიმდინარე კვირის ოთხშაბათიდან ასევე ელექტრონულ მომსახურებას განაახლებს სამოქალაქო რეესტრი და საჯარო რეესტრი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები