პოლიტიკა

საკარანტინო სივრცეების გაორმაგება და 600-ევროიანი კომპენსაციები - ევროპული საქართველო ხელისუფლებას მიმართავს

06.04.20 16:20


„ევროპულ საქართველო" საზღვარგარეთ ჩარჩენილი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართავს.

გიგა ბოკერიას თქმით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საკარანტინო სივრცეების გაორმაგებაა საჭირო. ასევე, „ევროპული საქართველო“ ითხოვს, რომ ჩარჩენილ მოქალაქეებზე მთავრობამ მინიმუმ 600-ევროიანი კომპენსაციები გასცეს.

"კორონა ვირუსის ეპიდემიისა და საერთაშორისო ფრენების შეჩერების გამო, საქართველოს 6 000 იდან 10 000-ს მოქალაქემდე, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ეს მათი უფლებაა და ამაზე საქართველოს სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ბუნდოვანი პასუხით შემოიფარგლებიან და მოქალაქეების ასეთ შეყოვნებას ფრენების სირთულით ხსნიან. დისკუსია თვითმფრინავების "შოვნაზე" სრულიად არაზუსტია,რადგან დღეს ფრენების შეჩერების გამო, თითქმის ყველა ავიაკომპანიისთვის მარტივია ასეთი შეკვეთის მიღება.

სინამდვილეში პრობლემა ისაა რომ საკარანტინე ადგილების დღევანდელი რაოდენობა არ არის საკმარისი მგზავრთა ნაკადის მისაღებად. დღეს საქართველოში კარანტინში 5067 ადამიანია. ხელისუფლების მიერ აღებული ამ ტემპით, საქართველოს იმ მოქალაქების დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს, მინიმუმ 2 თვე დასჭირდება, რაც სრულიად დაუშვებელია. ფაქტია რომ სასწრაფოდა არის დასაწყები საკარანტინე ადგილების მინიმუმ გაორმაგებისთვის მუშაობა. ხელისუფლებისთვის მობილიზაციის პირობებში არც ეს წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას, რადგან ტურისტული ნაკადების შეწყვეტის გამო, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სასტუმრო ცარიელია. ასევე არაზუსტია დისკუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების შემდეგ, პრობლემა იქნება მათთვის საკარანტინო სივრცეების მოძებნა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი კერძო სასტუმრო, რომელიც დღეს ვეღარ მუშაობს ტურისტების ნაკადის შეწყვეტის გამო, შესაბამისი ანაზღაურების ფასად მზად არის დათმოს შენობები.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

* გააორმაგოს საკარანტინე ადგილები მომავალი 10 დღის მანძილზე და ამისთვის გამოიყენოს, მაგალითად, კერძო სასტუმროები, რომლებიც ისედაც მოწადინებული არიან მიიღონ სტუმრები.

* ამის პარალელურად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში, ვინც უკვე დააფიქსირა წამოსვლის სურვილი საქართველოს საკონსულოებში უახლოეს 1 კვირაში. ამ პერიოდში, თუ ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დაბრუნება, მათ უნდა მიეცეს კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით (თუ 1 კვირა - თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.). თუმცა, ეს ოდენობა, კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები.

* იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მომავალში დააფიქსირებენ სურვილს საქართველოს საკონსულოებში, დარეგისტრირებიდან 10 დღის განმავლობაში მათი ვერ ჩამოყვანის შემთხვევაში მათ სახელმწიფომ ასევე უნდა გადაუხადოს კომპენსაცია. ამ ადამიანებს ასევე უნდა მიეცეთ კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით (თუ 1 კვირა - თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.). თუმცა, ეს ოდენობა, კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები.

* კომპენსაციის გადახდა არის საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მოახერხონ ადგილმსაყოფელ ქვეყნებში მინიმალურ პირობებში თავის შენახვა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები