პოლიტიკა

ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განახლებული ინფორმაცია მოისმინეს

07.04.20 10:45


დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში ტრადიციული, ყოველდღიური შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, მუხრან გულაღაშვილს შეხვდნენ.

კომიტეტის ხელმძღვანელებმა საგარეო სამინისტროს წარმომადგენლისგან იმ განახლებული მონაცემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც დეპარტამენტს ქვეყნების მიხედვით გააჩნია პირველ რიგში, ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუ რამდენია დაინფიცირებული და ზოგადად, რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით.

ასევე, მოისმინეს განახლებული ინფორმაცია ჩამოყვანილი მგზავრების და დაგეგმილი ფრენების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

„შეხვედრისას ასევე, ვიმსჯელეთ მიმდინარე კვირას დაგეგმილი გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დღის წესრიგზე, რომელიც იმ აქტუალურ საკითხებს შეეხება, რომელთა მიმართ დაინტერესება ყველაზე მეტია დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ. ჯგუფის შეხვედრა სავარაუდოდ, პარლამენტის ვებ-სტრიმით გადაიცემა, ასევე, განთავსდება პარლამენტის ვებ-გვერდზე, რომლის ნახვის შესაძლებლობაც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსაც შეეძლებათ “, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები