საზოგადოება
07.04.20 11:15
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო სირთულეები შეექმნათ, ბელარუსის და ლიეტუვის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოებმა დროებით საცხოვრებლით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს. საელჩოებმა მათ ასევე გაუწიეს დახმარება საქართველოში გამოსამგზავრებლად.
მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.
ბელარუსში საელჩოს ხელშეწყობით, 20 და 21 მარტს ავიაკომპანია "ბელავიამ" განახორციელა ორი რეისი მინსკი-თბილისი და ერთი რეისი მინსკი-ბათუმი, რომელთა მეშვეობით ასობით საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. ასევე, საელჩოს დახმარებით, მინსკი-ერევნის რეისებით, საქართველოში ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნდა 220-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის გამო აღმოჩნდნენ რთულ ფინანსურ ვითარებაში, საელჩომ და ბელარუსში ქართულმა დიასპორამ უზრუნველყვეს დროებითი საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით.
ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ვილნიუსი-მინსკი-ერევნის რეისით, საქართველოს 11 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში.
საელჩომ მოახდინა მათი ორგანიზებულად მიყვანა აეროპორტში და საკვებით მომარაგება. საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომელიც არსებული ვითარებიდან შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო დარჩა საცხოვრებლის გარეშე, საელჩომ უზრუნველყო დროებითი თავშესაფრით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით. ასევე, საელჩოს დახმარებით ორი მოქალაქე დასაქმდა სამშენებლო კომპანიაში, სადაც მათ ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება და გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართი.
ამავე დროს, საელჩომ პირადი ხარჯებით მოახდინა ერთი პირისათვის ავტობუსის ბილეთის შეძენა ლიეტუვა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტიდან ვილნიუსამდე ჩამოსასვლელად და ხელი შეუწყო მის დასაქმებას ადგილობრივ საწარმოში.
საელჩოები საქართველოს მოქალაქეებთან რჩებიან მუდმივ კავშირზე, კონსულტაციას უწევენ და ინფორმაციას იღებენ მათი საჭიროებების შესახებ.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24