პოლიტიკა

სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის

07.04.20 12:40


სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეელბში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეიწავლიან არა მხოლოდ საკარანტინო სირცეებში არსებულ პირობებს, არამედ ჯანდაცვის სერვისების, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფის საკითხებს.

“პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია. მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად”, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს, ისინი ან მათი ახლობლები იმყოფებიან საკარანტინო სივრცეებში და აქვთ სურვილი, ინფორმაცია მიაწოდონ ომბუდსმენს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მის ოფისს მიაწოდონ საკონტაქტო ინფორმაცია დასაკავშირებლად. ომბუდსმენის წარმომადგენლებთან გასაუბრება კონფიდენციალურია.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, 7 აპრილის 10:53 საათისთვის კარანტინის რეჟიმში 4 708 ადამიანი იმყოფება. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები