საზოგადოება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს

07.04.20 13:40


პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით”, – განმარტებულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მიიღებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. სხდომის დასრულების შემდეგ კი საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები