პოლიტიკა

თეა წულუკიანი - ხარება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გაახარა ბავშვები, რომლებიც საპატიმროებიდან დედების დაბრუნებას ელოდნენ

07.04.20 14:00


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხარების დღესასწაულზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მადლობას უხდის.

„ხარება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გაახარა ბავშვები, ის არასრულწლოვნები, რომლებიც თვეები და წლებია, საპატიმროებიდან საკუთარი დედების დაბრუნებას ელოდნენ. ამისთვის ჩვენი სისტემის სახელით მინდა, საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო.

მნიშვნელოვანია, რომ შეწყალებული მსჯავრდებული ქალებიდან წარსულში არც ერთი არ ყოფილა ნასამართლევი, არ ჰქონია კანონთან სხვა პრობლემა და ამჟამად სასჯელს იხდიდნენ ისეთი დანაშაულებისთვის, რომელიც არ არის ძალადობრივი დანაშაული,“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულზე ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები