ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1748 ლარი გახდა

07.04.20 18:00


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1748 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4295 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0256 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები