პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ივნისში გამართვა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული

08.04.20 10:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის გამო შემქნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გაიმართება აღმოსავლეთ პარნტიორობის მორიგი სამიტი.

როგორც ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა, მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ევროკავშირის როლის კიდევ უფრო გააქტიურებას.

ზალკალიანის განცხადებით, აღმოსავლეთ პარნტიორობის სამიტი ივნისშია დაგეგმილი და უცნობია, შედგება თუ არა ამ პერიოდში, თუმცა საქართველო მაინც ემზადება.

„ვისაუბრეთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციაციის პრინციპის, მეტი-მეტისთვის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენება. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ჭირს საუბარი, თუ როდის გაიმართება აღმოსავლეთ პარნტიორობის შემდგომი სამიტი. როგორც ცნობილია, ივნისშია დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ სიტუაციაზე, რომელიც განვითარდება უახლოეს პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა მიუხედავად თარიღისა, ჩვენ მაინც ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებთან ერთად იყოს ღირსეულად წარმოდგენილი. მინდა, გამოვთქვა იმედი და ეს იმედი იყო გამოხატული ვიდეო-კონფერენციის დროს, რომ ივნისის დროს, ჩვენ შეიძლება ბევრად უკეთეს სიტუაციაში ვიყოთ როგორც საქართვლოში, ისე მთლიანად ევროკავშირის ფარგლებში“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები