პოლიტიკა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ფსოუზე, საქართველო-რუსეთის საზღვარს კეტავს

08.04.20 10:45


საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი მდინარე ფსოუსთან, რომელიც ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, დღეიდან ჩაიკეტება რუსეთიდან შემომსვლელებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი კორონავირუსია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან შემოვიდა: გაგრის მცხოვრები პირველი ინფიცირებული მოსკოვში მივლინებით იმყოფებოდა, ხოლო ქალაქში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტუყრდა. ის გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საზღვარი ამ ეტაპზე 20 აპირლამდფე იქნება ჩაკეტილი, თუმცა, სავარაუდოდ, ჩაკეტვის ვადა გაიზრდება. ფსოუზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანგამ საგანგებო ბრძანებულებით მიიღო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები