ეკონომიკა

აჭარაში ინვესტიციების რაოდენობა წლის პირველ ნახევარში 26%-ით გაიზარდა

30.08.16 17:20


ინვესტიციების მოცულობა, რომელიც აჭარაში კერძო სექტორში განხორციელდა, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა და 208,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

საერთო მოცულობიდან 154,2 მლნ აშშ დოლარი უცხოური, ხოლო 53,9 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი კერძო ინვესტიციაა. ინვესტიციების საერთო მოცულობის 49,5% ენერგეტიკაზე მოდის, ტურიზმზე 30,1%, მშენებლობის სფეროზე — 18,4%, ხოლო სხვა დარგებზე 2%. 2015 წელს კერძო ინვესტიციის მოცულობამ 366 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 141%-ით მეტია 2012 წლის მონაცემთან შედარებით, 88%-ით მეტია 2013 წელთან და 33%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 278მ5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 372%-ით მეტია 2012 წლის მონაცემთან შედარებით, 306%-ით მეტია 2013 წელთან და დაახლოებით 53%-ით მეტია 2014 წლის მმაჩვენებელთან შედარებით, განაცხადა მინისტრმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები