პოლიტიკა

"ამ კვირაში სადღაც 20 000 ტესტი დაგვემატება" - ამირან გამყრელიძე

08.04.20 12:20


მაისის შუა რიცხვებისთვის ქვეყანას, დაახლოებით, 60 000 ტესტზე აქვს კონტრაქტი გაფორმებული., - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს. მისი თქმით, ამ კვირაში საქართველოში ტესტების მარაგი 60 000 ტესტით შეივსება.

"PCR-ის მარაგები ივსება, ჩვენი გათვლებით, ამ კვირაში სადღაც 20 000 ტესტი დაგვემატება, მაისის შუა რიცხვებამდე ჩვენ, დაახლოებით, კონტრაქტები გაფორმებული გვაქვს 60 000 ტესტზე და ასე თანდათანობით. ჯერჯერობით ქვეყანაში PCR ტესტების დეფიციტი არ შექმნილა,"- ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია "ცეფეიდიმ" რამდენიმე დღის წინ დაიწყო ე.წ 45-წუთიანი კარტრიჯებზე დამყარებული PCR-ტექნოლოგიის წარმოება დაიწყო, რომელთა მანქანებიც, ჯინ-ექსპერტები საქართველოში უკვე გვაქვს და მათ ტუბერკოლოზისა და C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისთვის იყენებენ.

"ჩვენ შეკვეთილი გვაქვს 10 000 ტესტი, შემდგომ კიდევ 10 000, შემდგომ კიდევ და ა.შ. და ვეცდებით მაქსიმალურად. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ძალიან გაიზრდება. თუ არ ვცდები 45 ჯინ-ექსპერტის მანქანა გვაქვს ქვეყანაში და რაც მთავარია, დატრენინგებული ხალხი, ვისაც შეუძლია ეს ტესტები ჩაატაროს,"- ამბობს ამირან გამყრელიძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები