პოლიტიკა

"მივიღე გადაწყვეტილება წავიდე პოლიტიკიდან"- ქუთაისი მერი თანამდებობის დატოვებას ადასტურებს

08.04.20 13:40


ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობის დატოვებას ადასტურებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის.

მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!" - წერს გიორგი ჭიღვარია.

ოპოზიცია ამბობს, რომ ჭიღვარიას თანამდებობიდან წასვლა სუს-ის წარმომადგენლებმა აიძულეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები