პოლიტიკა

უცხოეთიდან მოქალაქეებს ორგანიზებულად ვაბრუნებთ, რომ არ შეიქმნას პრობლემები – ზალკალიანი

08.04.20 16:40


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ქვეყანაში დასაბრუნებლად სპეცრეისები რეგულარულად მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, მაგალითად, 7 აპრილს ათენიდან საქართველოს 130-მდე მოქალაქე ჩამოიყანეს, თუმცა ზალკალიანი აღნიშნავს, რომ 10 მოქალაქე, რომელსაც ბილეთი ჰქონდა ნაყიდი, რეისზე არ გამოცხადდა:

“აქაც მინდა იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, არაერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე. ამის გამო ჩვენ მოგვიხდა ძალიან სწრაფ რეჟიმში მოგვიხდა მათი ჩანაცვლება იმ მოქლაქეებით, რომლებიც იდგნენ რიგში,” – ამბობს ზალკალიანი.

მისი თქმით, რეისები დანიშვნისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროცედურის დაცვა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება. როგორც მინისტრი ამბობს, პროცესი ეტაპობრივად იგეგმება იმგვარად, რომ უცხოეთიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს სისტემა მზად დახვდეს.

“ბევრი ჩვენი თაამოქალაქე შესაძლოა იყოს ინფიცირებული, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და იმის გამო, რომ არ შეექმნათ პრობლემა მგზავრებს, გათვალისწინებულია მათი ჭადრაკისებური დასმის პრინციპი და ასევე იფრასტრუქტურული შესაძლებლობები საკარანტინო სივრცეებში უნდა იყოს თავსებადობაში” – ამბობს მინისტრი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს ავიაკომპანია Georgian Airways სპეცრეისებზე ბილეთებს 199 ევროზე მეტად ყიდის და ასევე, ბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე იყიდება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები