პოლიტიკა

ევროკავშირი COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს 183 მლნ ევროთი დაეხმარება

09.04.20 10:15


ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორ გადანაწილდება კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამიზნული დიდი საგანგებო დახმარების პაკეტი.

ინფორმაციას ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან თანამშრომლობის დირექტორი ლოურენს მერედიტი აქვეყნებს.

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად გამოუყოფს 80 მილიონ ევროს – გადაუდებელი დახმარებისთვის, ხოლო დაახლოებით 883 მილიონ ევროს- მოკლევადიანი მხარდაჭერის ფარგლებში.

კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირს 15,6 მილიარდი ევროს პაკეტი აქვს განსაზღვრული. აქედან 2,1 მილიარდი ევრო -სამხრეთ სამეზობლოსთვის, ხოლო 962 მლნ ევრო – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, 800 მლნ ევრო კი- თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

სომხეთი – 92 მილიონი ევრო

აზერბაიჯანი – 14 მილიონი ევრო

ბელარუსი – 60 მილიონი ევრო

საქართველო – 183 მილიონი ევრო

მოლდოვა – 87 მილიონი ევრო

უკრაინა – 190 მილიონი ევრო




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები