პოლიტიკა
09.04.20 10:45
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ისა და ADB-ის მიერ საქართველოს კერძო სექტორისთვის, ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.
მხარეებმა ასევე განიხილეს პოსტკრიზისული ზომები და დახმარება, რომელიც შეიძლება საქართველომ საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღოს, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს იმ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების გაგრძელება, რომლებიც დღესაც ხორციელდება მოქალაქეებისა და კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად. აღინიშნა, რომ სამთავრობო გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც EBRD-ისა და ADB-ის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ისე სათავო ოფისებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე.
საფინანსო ინსტიტუტების პრეზიდენტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო კრიზისს წარმატებით უმკლავდება, იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ეკონომიკური განვითარების იმ ტემპსა და პოზიციებს, რომელიც ქვეყანას 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა. სუმა ჩაკრაბარტიმ და მასაცუგუ ასაკავამ დაადასტურეს მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ EBRD-ი და ADB-ი საქართველოსთვის ძალიან ძლიერი და სერიოზული პარტნიორები არიან.
აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების უმნიშვნელოვანესი პროექტები დააფინანსა, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში. აღინიშნა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ყველა მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, კრიზისის მიუხედავად, დღესაც განხორციელების აქტიურ ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა EBRD-ს და ADB-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24
-
15:5315.03.24
-
15:0315.03.24
-
სუს-მა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა
14:2415.03.24
-
ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა
13:5815.03.24
-
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა დღეიდან დაიწყო
13:2215.03.24
-
შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრს, დენიელ რიშს შეხვდა
12:5915.03.24
-
11:3615.03.24
-
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა
11:0015.03.24
-
10:4015.03.24
-
ტურისტული სექტორისთვის ახალი ონლაინ პორტალი შეიქმნა
10:0815.03.24
-
18:0014.03.24
-
ირაკლი ნადარეიშვილი: კაპიტალის ბაზრის რეფორმა შემდგომ, მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდა
17:4514.03.24