პოლიტიკა

ერთი თვის ვადა აქვს როგორც მე ვიცი - შს მინისტრი კარანტინის პირობების დარღვევისთვის ჯარიმებზე

09.04.20 14:40


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო დაჯარიმებულებს თანხის გადასახდელად ერთთვიანი ვადა აქვთ.

შს-მინისტრის განცხადებით, ჯარიმების ჩამოწერაზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

"ჩამოწერაზე ვერაფერს ვიტყვი რა თქმა უნდა, თუმცა, როგორც ვიცი, ერთი თვე აქვს ამ ჯარიმას გადახდის ვადა, 3 000-ლარიანი დარღვევა რაც არის და ასევე, იურიდიულ პირზე 15 000-ლარიანი ჯარიმა. ერთი თვის ვადა აქვს, როგორც მე ვიცი", - თქვა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ , 7 აპრილს გავრცელებული განცხადების თანახმად, პირებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმდებიან, თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკურ პირი 3 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით. განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები