საზოგადოება

ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მოხდება

09.04.20 15:00


რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება.

მისივე თქმით, ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება.

„სამწუხაროდ, გუშინ ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი. მომენტალურად დაავადებათა კონტროლის სამსახური ჩაერთო კონტაქტების დადგენაში. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად. ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იმ სოფლებში სადაც გავრცელების მაღალი რისკია დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები. შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკპოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სავარაუდოდ 2 დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთან ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება.

„დაავადებულთან კავშირები მართალია დიდი არ იყო, თუმცა ფიქსირდება ლენტეხშიც და ცაგერშიც. ბლოკპოსტები განთავსდება ისე, რომ ორივე მუნიციპალიტეტი მოიცვას და გადაადგილების თერმოსკრინინგის საშუალებით მინიმუმამდე დავიყვანთ გავრცელების რისკს. სავარაუდოდ 2 დღეში ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება და ყველა მათგანს ჩაუტარდება შესაბამისი ტესტირება. ყველა კონტაქტი პირად კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლებს,“ - აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები