პოლიტიკა

პრეზიდენტი - ჩვენ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ, უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა - არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გადარჩენილი ვართ

10.04.20 10:00


ჩვენმა საზოგადოებამ, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ, ყველა მოქალაქემ, ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში იმისი, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა მიმართვაში აღნიშნა, რომ კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და საზოგადოებას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა.

„ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა მოქალაქემ, ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში იმისი, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ.

გონივრული ნაბიჯები ჩვენი ექიმების მხრიდან, ჩვენი მთავრობის მიერ დროულად გადადგმული ნაბიჯები, თვითშეგნება, რომელიც გამოჩენილი იყო მთელი საზოგადოების მიერ - ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა, მაგრამ ჯერ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ დასრულებულა. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გადარჩენილი ვართ. არ ვართ ჯერ გადარჩენილი. ეს მოითხოვს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯს და მოითხოვს ჩვენგან, რომ ჯერ კიდევ სახლში დავრჩეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები