პოლიტიკა

ნათია თურნავა: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს, ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის იმედი

10.04.20 11:00


“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს, ყოველთვის აქვს და უნდა ჰქონდეს ფონდ „ქართუსა” და ბიძინა ივანიშვილის იმედი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ძალიან საჭირო და დროული დახმარება.

„ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ქველმოქმედი, რომელიც სწორედ მაშინ უდგას ქართველ ერს გვერდში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ეს არაერთხელ დადასტურდა და ახლაც, როდესაც ასეთი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო და, რა თქმა უნდა, საქართველოც, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ეს იყო ძალიან საჭირო, დროული დახმარება და უღრმესი მადლობა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები