პოლიტიკა

მოუთმენლად ველით საქმიანობის გაგრძელებას, რათა განვამტკიცოთ პარტნიორობა - აშშ-ს საელჩო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

10.04.20 11:30


აშშ-ს საელჩო ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ლუგარის კვლევის ცენტრის შესახებ წერს.

დიპლომატიური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრი აშშ-ს დაფინანსებით აშენდა და ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია.

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქმიანობის გაგრძელებას, რათა განამტკიცოს აშშ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით.

"ლუგარის ცენტრი, რომელიც აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით აშენდა საქართველოს მთავრობის მფლობელობაშია და მის მიერ იმართება.

აღნიშნული ცენტრი სწორედ ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია. მოხარული ვართ, რომ უფრო მეტი ქართველი ეცნობა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს. მოუთმენლად ველით საქმიანობის გაგრძელებას, რათა განვამტკიცოთ აშშ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით,"- ნათქვამია განცხადებაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები