პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება დანაშაულია, მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ჩაიდენს საუკუნის დანაშაულს

10.04.20 13:00


პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ანაკლიის პორტის მშენებლობის გარდა, ანაკლიის თავისუფალ ზონასა და ინდუსტრიულ ქალაქს ავითარებდა პორტის უკან მიმდებარე 600 ჰექტარ მიწაზე. მისივე ინფორმაციით, პროექტის განვითარებაში ჩართული იყო იაპონიის მთავრობა, რომელმაც შარშან გამოყო გრანტი და პროექტის გენგეგმის, ბიზნეს გეგმის და კონცეფციის შემუშავება ერთ-ერთ ცნობილ იაპონურ კომპანიას დაავალა.

ხაზარაძის განცხადებით, ეს გეგმა ითვალისწინებდა იაპონური კომპანიებისა და მათი წარმოებების ანაკლია სიტიში გადმოტანას. მისივე თქმით, მთავრობის მიერ ანაკლიის პროექტის გაჩერება კი ამას შეუძლებელს ხდის.

„იაპონიის მთავრობამ 2 მლრდ დოლარი გამოყო იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთში საქმიანობდნენ და მათი წარმოებების სხვა ლოკაციებზე გადატანა განიზრახა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - ADC, გარდა ანაკლიის პორტის მშენებლობისა, ავითარებდა ანაკლიის თავისუფალ ზონას და ინდუსტრიულ ქალაქს პორტის უკან მიმდებარე 600 ჰექტარ მიწაზე.

პროექტის განვითარებაში ჩართულია იაპონიის მთავრობა - კერძოდ, იაპონიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის სამინისტრო, რომელმაც შარშან გამოჰყო გრანტი და ამ პროექტის გენ გეგმის, ბიზნეს გეგმის და კონცეფციის შემუშავება დაავალა ერთ-ერთ უცნობილეს იაპონურ კომპანიას Nippon KOEI - Japan’s #1 international Engineering company. ეს გეგმა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს იაპონური კომპანიებისა და მათი წარმოებების ანაკლია სიტიში გადმოტანას, მთავრობის მიერ ანაკლიის პროექტის გაჩერება კი ამას შეუძლებელს ხდის. როგორც არაერთხელ მითქვამს, კრიზისი ქმნის ახალ და, ხშირ შემთხვევაში, უნიკალურ შესაძლებლობას. იაპონიის მთავრობის დღევანდელი განცხადება სწორედ ამ შესაძლებლობის განხორციელებას ხდის რეალურს, რათა ანაკლია გახდეს არა მარტო კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში, არამედ იაპონური წარმოების ეპიცენტრი და ჰაბი, რომელიც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება არის დანაშაული. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ჩაიდენს საუკუნის დანაშაულს. ნუ გავუშვებთ ამ შანსს, ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია არის ჩვენი ეკონომიკის აღორძინების ათვლის წერტილი და ლოკომოტივი’’, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები