პოლიტიკა

გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის

10.04.20 13:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატების ერთობლივ ღია წერილს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში საქართველოს გვერდით დგომისთვის. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება”, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში”.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები