საზოგადოება

პირველი მარნეულელი პაციენტი გამოჯანმრთელდა

10.04.20 13:40


პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან პირველი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში მიყვანისას ძალიან მძიმე იყო არაერთი თანმხლები დაავადების გამო, გამოჯანმრთელებულია და ის დღეს, 10 აპრილს დატოვებს კლინიკას:

“ჩვენს კლინიკაში პირველი არათუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური პაციენტი შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა რატიანმა.

62 წლის მარნეულელი ქალი 18 მარტს მარნეულში, კლინიკა “ჯეო-ჰოსპიტალს”-ში მოხვდა, სადაც კორონავირუსზე ტესტირება 21 მარტს ჩაუტარდა და უკვე 22 მარტს COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დრომდე კი სანამ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდებოდა, მას კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანთან. საერთო ჯამში მისი პირდაპირი და ირიბი კონტაქტების რაოდენობამ 1 700-ს მიაღწია, რაც აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონად გამოცხადების მიზეზი გახდა.

10 აპრილის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა გამოვლენილი. 52 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში 4 908 ადამიანია მოთავსებული.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები