პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ზოგადი მზადყოფნა დამაკმაყოფილებელია

10.04.20 14:00


ქვეყანაში ზოგადი მზადყოფნა არის დამაკმაყოფილებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპისთვის კოვიდინფექციის 230 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 54 გამოჯანმრთელებულია და სამი გარდაცვლილი.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ 230-ში გვყავს სამი ჩვენი მოქალაქე, რომელთა გადმოყვანა მოხდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი მკურნალობას დღეს საქართველოში აგრძელებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები, რომელთაც ექიმები აქცევენ სათანადო ყურადღებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაგვემატა კიდევ ორი გამოჯანმრთელებული და მათი ჯამია 54“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები