პოლიტიკა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მარიამ ჯაშს მადლობას უხდის

10.04.20 16:00


ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის მადლობას უხდის.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"2012 წლამდე მარიამ ჯაში გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის კონსულტანტი იყო, სადაც ხელს უწყობდა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებას. ქალბატონ მარიამთან წლების განმავლობაში წარმატებით ვმუშაობდით ეფექტური იმუნიზაციის პროგრამაზე, რომელიც ხორციელდებოდა USAID, UNICEF და საქართველოს მთავრობის პარტნიორობის შედეგად.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ დიდი გზა გაიარა და ის პროგრესი, რომელიც ამ სისტემამ მიაღწია ისეთი ადამიანების დამსახურებაა, როგორიცაა მარიამ ჯაში. მხარს ვუჭერთ მარიამს და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ", - ნათქვამია მადლობის წერილში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები