საზოგადოება

თბილისში 150 მშენებლობიდან უსაფრთხოების სტანდარტს 58 არღვევდა – მთავრობა

10.04.20 16:20


საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით კომპანიებისა და მშენებლობის მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა, საგანგებო მდგომარეობიდან დღემდე რამდენიმე ათეულ ობიექტზე ხარვეზები დაფიქსირდა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, დღემდე ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 158 კომპანიაში, რომელთაგან 20-ში ხარვეზები დაფიქსირდა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ.

მათივე ინფორმაციით, დღემდე მსგავსი კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე. მთავრობა თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დარყდნობით ამბობს, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 150-მდე სხვადასხვა მშენებლობა. აქედან მხოლოდ 92 აკმაყოფილებდა შესაბამის სტანდარტებს და შესაბამისად, მათ მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

„ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ,“ – ამბობს მთავრობა.

საქართველოში შრომისი სტანდარებისა და უსაფრთხოების დარღვევის პრობლემა, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ომბუდსმენის თქმით, კვლავ აქტუალურია.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2019 წელს სამუშაო ადგილზე 49 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა – 142.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები