პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - ისე, როგორც არასდროს, გამოჩნდა მთავრობის არაპროფესიონალიზმი კრიზისთან რეაგირებისა და ანტიკრიზისული გეგმის თვალსაზრისით

10.04.20 17:00


პრემიერ მინისტრისთვის თანაგუნდელების მიერ გაგზავნილ ღია წერილს, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის დაკონკრეტებას ეხება „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „სპონტანური გადაწყვეტილებების რეჟიმში ვიმყოფებით და მთავრობას გეგმა არ გააჩნია“.

ვაშაძის თქმით, დღეს ისე, როგორც არასდროს მთავრობის არაპროფესიონალიზმი გამოჩნდა, როგორც კრიზისთან რეაგირების, ასევე ანტიკრიზისული გეგმის თვალსაზრისითაც.

„სამწუხაროდ ჩვენ ვართ ისევ და ისევ სპონტანური გადაწყვეტილებების რეჟიმში, როცა მთავრობას გეგმა არ გააჩნია. უბრალოდ ყოველ დღე გამოდიან რაღაც ახალი შეიძლება გვითხრან. მე ვფიქრობ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს გამოჩნდა ის არაპროფესიონალიზმი, რომელიც ზოგადად მთავრობაში არის, როგორც კრიზისთან რეაგირების თვალსაზრისით ასევე ანტიკრიზისული გეგმის თვალსაზრისით“, - გიორგი ვაშაძე.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები