საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დამატებით პრევენციული საშუალებები გადაეცა

10.04.20 17:20


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობისგან სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები – 500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 22 ერთეული შესაწამლი აპარატი, ასევე, 3 ერთეული საველე კარვის გათბობის აპარატი გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღჭურვილობას სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებისთვის გამოიყენებენ.

პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.

პოლონეთის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩსა და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის წარმომადგენელს, იუსტინა კუცუკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა უმასპინძლა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები