საზოგადოება
10.04.20 17:40
თბილისის საკრებულოს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) დახმარების კამპანია გრძელდება.
საკრებულოს უმრავლესობის წევრები, სამშენებლო კომპანია „გრინლაიფის“, (150 ნობათი) „სოლო დეველოპმენტისა“ (100 ნობათი) და აუდიტის სამსახურის (60 ნობათი) დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს კიდევ 300-ზე მეტ ოჯახს გადასცემენ.
კომპანიებმა ნობათი თბილისის საკრებულოში მიიტანეს, სადაც, უმრავლესობის წევრებთან ერთად, თბილისის მერი – კახა კალაძეც იმყოფებოდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და უმრავლესობის ლიდერმა, ბექა დავითულიანმა კომპანიებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
„ჩვენი კამპანია, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ვეხმარებით, კერძო სექტორის მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან. სწორედ ბიზნესის მხარდაჭერით და მათთან თანამშრომლობით, ჩვენ დავეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით კი, მსოფლიო პანდემიის პირობებში, კერძო კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საკრებულოს კამპანიის განხორციელება უწყვეტ რეჟიმში სწორედ ბიზნესის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და, დღეის მდგომარეობით, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ათასამდე ოჯახს გადასცა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24