საზოგადოება

შსს-მ რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნა

30.08.16 18:40


შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნა. უწყების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული კ.ხ.

„შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული კ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1973 წელს დაბადებულ თ.კ.–ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა კ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, რუსთავში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 649


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები