საზოგადოება

საგარეო უწყება: საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში 5540 მოქალაქე დაბრუნდა

13.04.20 11:30


13 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, 5540 მოქალაქე დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს 5540 მოქალაქე საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით დაბრუნდა სამშობლოში.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაციის გამოქვეყნება COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს 2 მიმართულებით:

1) სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა;

2) მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

13 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 5540 მოქალაქე“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, გუშინ შესრულდა ბერლინი-თბილისის რეისი, რომელითაც, ასევე, ისარგებლა რამდენიმე მძიმე პაციენტმა. რისთვისაც თვითმფრინავს, სამინისტროს ორგანიზებით თბილისიდან გაჰყვა სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები