საზოგადოება

ე.წ. ქობულეთის კლასტერი გაიზარდა: კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი აჭარაშია დაფიქსირებული

13.04.20 11:45


საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი თბილისის ინფექციური საავადმყოფოშია მოთავსებული.

კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული შეხვედრა შემთხვევა ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება.

„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული პაციენტი. 252 იყო და ახლა არის 266. ქვეყნის მასშტაბით 67 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი, აქედან 45 ჩვენია. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია.

ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ჩვენია, ეს არის მარნეულის კლასტერი"- აცხადებს ეზუგბაია.

მისივე თქმით ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი აჭარაში დაფიქსირდა.

„14-დან დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია თუ არ ვცდები. თბილისში 2-3 შემთხვევააა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები"- აცხადებს ეზუგბაია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები