საზოგადოება

აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

13.04.20 12:40


სოხუმის ერთ-ერთი კლინიკიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 12 აპრილს გადმოყვანილ ცოლ-ქმარს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ორივე პაციენტს სეზონური გრიპი აღმოაჩნდა.

12 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთიდან დადასტურებული კორონავირუსით 1 პაციენტია გადმოყვანილი, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები