საზოგადოება

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

30.08.16 18:50


მიმდინარე კვირას საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს და ხვალ კარგი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 33-36 გრადუსი.

1-ელი სექტემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 1-ელ სექტემბერს, ღამით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

1-ელ სექტემბერს ღამით იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში.

ასევე მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

შედეგად, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ტემპერატურა დაახლოებით 5 გრადუსით დაიკლებს და 23-24 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსი იქნება.

2-3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

საქართველოში არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები