საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის წყარო უცნობია

13.04.20 16:00


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის წყარო უცნობია, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვისაც ექიმთან შემხებლობა ჰქონდა, საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი. მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც სიმპტომები ჰქონდა, კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

„ექიმის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. თუმცა, მოკვლევა მიმდინარეობს. განხორციელებულია შემდეგი ღონისძიება, რომ ყველა ის პირი, რომელიც ექიმთან კონტაქტში იმყოფებოდა, ამ ეტაპზე საკარანტინო ზონაშია. გარკვეული პირები, რომლებსაც სიმპტომატიკა აღნიშნებოდათ, უკვე დატესტილები არიან, თუმცა მათი პასუხი უარყოფითია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილსაიმედო პროგნოზია. დანარჩენი პირები დაკვირვების რეჟიმში იმყოფებიან. ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ დეტალურად გამოიძიონ, თუ რა არის ექიმის ინფიცირების წყარო. ასევე, დამატებით მოვიძიოთ კონტაქტი, ვისთანაც ექიმი ახლო შემხებლობაში იმყოფებოდა“,-განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდგინდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები