საზოგადოება

დევნილთა სააგენტო 1050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს დაეხმარება

14.04.20 11:00


დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 1050 დევნილ ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს გადასცემს, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტში 100 000 ლარამდე გამოიყო.

დახმარებას ამ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები მიიღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა.

სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება, როგორც თბილისში ისე საქართველოს ყველა რეგიონში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით 14 აპრილიდან დაიწყო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები