საზოგადოება

ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის 199 დარღვევა გამოვლინდა – შსს

14.04.20 13:20


14 აპრილი — შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული – ფიზიკური პირი ჯარიმდება 3,000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

შსს-ს თანახმად, გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო:

106 — კომენდანტის საათის დარღვევისთვის;

63 — საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის;

6 ფიზიკური პირი — ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის;

2 იურიდიული პირი — ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის;

2 – თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის;

20 — მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის;

საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდანაა გამოცხადებული.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები