საზოგადოება

ქობულეთში კორონავირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც სამკერვალო საწარმოში პირბადეებს კერავდა

14.04.20 13:40


ქობულეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ქალი, იმ ტექსტილის სამკერვალო საწარმოში მუშაობდა, სადაც ქართული წარმოების პირბადეები იკერება. ბობოყვათში მდებარე საწარმო, სადაც 300 ადამიანი მუშაობდა ამ დროისთვის დახურულია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ამბიბს, რომ ინფიცირებულ ქალს საწარნმოსთან შეხება არ ჰქონია, თუმცა ნიჟარაძე არ პასუხობს კითხვას, რა გახდა ტექსტილის სამკერვალო ქარხნის დახურვის მიზეზი.

ტექსტილის ქარხნის დირექტორი, გიორგი ლომინაძე აღნიშნავს, რომ დაინფიცირებული ქალი ნამდვილად მათი თანამშრომელია, თუმცა მისი ინფიცირება ქარხანაში არ მომხდარა.

მისი თქმით, ქალი ქარხანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში არ მისულა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები