საზოგადოება
14.04.20 14:40
ქობულეთში სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა, მართვადია, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„დარწმუნებული ვართ, იმ ღონიძიებების შედეგად, რაც ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულთან მიმართებით ტარდება, ჩვენი მედიკოსები მოახერხებენ ინფექციის წყაროს სრულ იდენტიფიცირებას და მაქსიმალურად მოხდება პრევენცია-ლოკალიზება ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირების ზრდა გვქონდა“, – განაცხადა რიჟვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამოკვლეულია თუ არა 350-მდე კონტაქტი, რომელიც მხოლოდ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები დაახლოებით 200 კონტაქტთან განხორციელდა, შემდეგ დღეებში კი დანარჩენი კონტაქტების კვლევაც გაგრძელდება.
„უკვე ხვალ-ზეგ მორჩება ეს კვლევები, რაც კონკრეტულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით სრულ სურათს მოგვცემს და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ან დამატებითი ზომები მივიღოთ, ან კონკრეტული ინტერვენციები განვახორციელოთ, რაც ინფექციის ლოკალიზებას მოახდენს ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში და გარკვეულწილად, პრევენციული ხასიათის იქნება“, – განაცხადა რიჟვაძემ.
შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ანალოგიური ზომების გატარება სხვა სოფლებშიც, რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ეს პირველ რიგში, მოქალაქეების კანონმორჩილებაზე და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.
„ერთმა კონკრეტულმა ზედმეტმა შეხვედრამ თუ ვიზიტმა, თუნდაც ახლობლებთან, შესაძლოა, საკონტაქტო პირთა წრის გაფართოება გამოიწვიოს, ამიტომ, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს“, – განაცხადა რიჟვაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამ განაპირობა შიდა გავრცელების ასე ელვისებურად, სწრაფად გავრცელება, რადგან მხოლოდ ქობულეთის კლასტერს 20 ადამიანის ინფიცირება უკავშირდება და ხომ არ დაგვიანდა რეაგირება, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ გავრცელების საკითხს ეპიდემიოლოგები სწავლობენ, ხოლო რეაგირება არც ერთი წუთით არ დაგვიანებულა.
„აქ შემდეგი პრინციპი მოქმედებს – როგორც კი კონკრეტულ სურათს, კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ კვლევას ვეცნობით, შესაბამისი უწყებების ჩართულობით მიმდინარეობს მსჯელობა და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად არის იქ არსებული კონკრეტული ღონისძიებები იმ რისკებთან შესაბამისი, რაც გვაქვს, ან თუ საჭირო და აუცილებელია, ამ ღონისძიებების გატარება მოხდეს. იმის ნაცვლად, რომ ემოციური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭიროა, ბოლომდე დავეყრდნოთ პროფესიონალთა ანალიზს და შემდეგ მოვახდინოთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რომლის აღსრულებაც შეგვიძლია“, – განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში ბოლომდე მობილიზებულია მედიკოსთა კორპუსი და ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რაც ინფექციასთან ბრძოლისთვის არის საჭირო.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24